Speeches Shim
USAID-ისა და თეთრი სახლის ინიციატივა W-GDP მთელს ევროპასა და ევრაზიაში ხელს უწყობს ქალებს ბიზნესის დაწყებასა და მათ შემდგომ გაფართოებაში
USAID-ის ინფორმაციის უსაფრთხოებისა და სანდოობის ახალი პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის მზაობის განმტკიცებას დეზინფორმაციის გამოწვევების საპასუხოდ; ძლიერი, თვითუზრუნველყოფილი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნის გზით ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.
USAID ახალგაზრდების გაძლიერებით შესაძლებლობას აძლევს მათ გახდნენ ლიდერები დემოკრატიული ცვლილებების პროცესში. დემოკრატიის აქტივისტების მომდევნო თაობებს ხელს უწყობს შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები, მიიღონ გამოცდილება და გააძლიერონ დემოკრატიული ღირებულებები თავიანთ თემსა და ქვეყანაში.
ორი ახალგაზრდა საქართველოდან, ქუთაისელი აკაკი საღირაძე და მარნეულელი შალალალა ამირჯანოვა იმ ხუთ გამარჯვებულს შორის არიან, ვინც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პროგრამა „ ღია სამყაროს“ ფარგლებში შეარჩია. 2005 წლიდან „ღია სამყარო“ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდა ლიდერებს გაცვლით პროგრამას სთავაზობს აშშ-ში. პროგრამის არსებობის მანძილზე შალალალა და აკაკი მისი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეები არიან.
ერაბ შავაძე და მისი ვაჟი, გიორგი სამხრეთ ოსეთთან, საზღვრისპირას მდებარე სოფელში ცხოვრობენ. იქ, სადაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში მოსახლეობამ ყველაზე მეტი დარტყმა განიცადა. რუსეთთან 2008 წლის ომის შედეგად ხალხმა იძულებით დატოვა სახლები, გაიყო ოჯახები, მეზობლები და შეფერხდა ეკონომიკური განვითარება. დღეისათვის, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მძიმეა მათი ყოფა, ვინც სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მდებარე ადმინისტრაციულ ხაზთან ცხოვრობს.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.