Speeches Shim
USAID-ისა და თეთრი სახლის ინიციატივა W-GDP მთელს ევროპასა და ევრაზიაში ხელს უწყობს ქალებს ბიზნესის დაწყებასა და მათ შემდგომ გაფართოებაში
მსოფლიოს ყველა ქვეყნის განვითარებად ბაზრებზე ქალი მეწარმეები გამოირჩევიან ინოვაციებით და განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ თავიანთი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში. მიუხადავად ამისა მათ ხშირად არ აქვთ საჭირო კაპიტალსა და ბიზნეს კავშირებთან წვდომა. მნიშვნელოვანია ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა, მითუმეტეს ახლა, როცა კორონა ვირუსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ აუცილებელია ქალებისთვის ეკონომიკური შესაძლელობების შექმნა.
თეთრი სახლის „ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივა” (W-GDP) პირველი პროგრამაა, რომელიც ეკონომიკაში ქალთა სრულ ჩართულობაზეა ორიენტირებული. პროგრამის ბიუჯეტი 200 მილიონი დოლარია და უკვე მეორე წელია 60-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.
ახალგაზრდების და ქალების მხარდაჭერის მიზნით USAID-ის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ. ამ პერიოდში 2000-ზე მეტ ქალსა და ახალგაზრდას მიეცათ ბიზნესის წამოწყების და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა. 2024 წლისთვის W-GDP-ის და კერძო სექტორის მხარდაჭერით პროექტი ითვალისწინებს 2 500 ქალი მეწარმის გადამზადებას და მათთვის ახალი ბიზნეს უნარ-ჩვევების გაზიარებას, რაც 50 წლამდე ქალებს შესაძლობლობას მისცემს გააფართოონ ბიზნესი და მარტივად შეძლონ ფინანსების მოძიება.
გაიცანით სამი გოგონა, რომლებმაც W-GDP-ის ინიციატივის მხარდაჭრით შეიძინეს ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, დაამყარეს კონტაქტები, წარმატებით მოიძიეს ფინანსები და ბიზნესის გაფართოებაც შეძლეს. დღეს, როცა მსოფლიოში კორონა ვირუსი მძვინვარებს, ისინი უკვე სამაგალითონი არიან მომავალი მეწარმეებისთვის.
მალოს ხელნაკეთი ნივთები
ხელნაკეთი ნივთების ოსტატი მალო კოტუასთვისმისთვის მარტივი არ იყო წარმატების მიღწევა. მისი ოჯახი აფხაზეთიდანაა, გალიდან და კარგად ახსოვთ 1990-იან წლებში გადატანილი პრობლემები.
მიუხედავად სირთულეებისა, მალო დღეს უკვე წარმატებული მეწარმეა. თავდაპირველად ბიზნესი ზუგდიდში დაიწყო, გახსნა სახელოსნო „მალოს ხელნაკეთი ნივთები“, ხოლო გალში კი, რომელიც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან სულ რაღაც 30 წუთის დაშორებით მდებარეობს, შექმნა პატარა სტუდია, სადაც მსურველებს ხელნაკეთი ნივთების დამზადებას ასწავლიდა.
W-GDP-ის მხარდაჭერით მალომ ისეთი უნარ-ჩვეევები შეიძინა, რომლის დახმარებითაც ბიზნესის გაფართოება შეძლო. მოიპოვა დაფინანსება და შეიძინა ტექნიკა, რაც პროდუქციის წარმოების გაზრდაში დაეხმარა. ამჟამად, მთელს საქართველოში შეგიძლიათ შეიძინოთ მალოს სტუდიაში დამზადებული ხელნაკეთი ჩანთები, აქსესუარები, სამკაულები და სამზარეულოსათვის საჭირო ნივთები. მალო იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავისი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანასაც შეძლებს. მალო მსურველებს თავის ხელობასაც ასწავლის და ამით ცდილობს წვლილი შეიტანოს თავის თემში. “ძალიან მიხარია, რომ ჩემი ცოდნის გაზიარება სხვებისთვისაც შემიძლია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა პოლიტიკური და ეკონომიკური არეულობით“ - ამბობს მალო.
პანდემიამ ბიზნესს მრავალი სირთულე შეუქმნა, თუმცა მალო არ დაბნეულა, სწრაფად იპოვა გამოსავალი და ბიზნესის უფრო მოქნილ მოდელზე გადავიდა - იღებს ონლაინ შეკვეთებს და მომხმარებლებს პროდუქციას ფოსტის საშუალებით აწვდის.
მეფუტკრე ანა
საქართველოში თაფლის წარმოებით ძირითადად მამაკაცები არიან დაკავებული. ანა კოპაძემ ეს სტერეოტიპი დაამსხვრია და მეფუტკრეობა საოჯახო ბიზნესად აქცია. სტუდენტი და მეწარმე ანა ქალაქ ხაშურიდანაა. ანამ მეფუტკრეობა ბაბუასგან, ზაქარიასგან ისწავლა.
“ბავშვობაში ბაბუას ხშირად მივყვებოდი სკებთან, მაჩვენებდა და მიხსნიდა ყველაფერს - როგორ შრომობენ ფუტკრები, როგორ ვიღებთ თაფლს“ - იხსენებს ანა.
2018 წელს ანა USAID-ის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის მონაწილე გახდა და სწორედ მას შემდეგ გადაწყვიტა თავისი გატაცება ბიზნესად ექცია. ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ წარმატებული ბიზნეს გეგმა წარადგინა და საწყისი დაფინანსებაც მოიპოვა. ანამ ოჯახის მეურნეობა გააფართოვა და დამატებით 10 სკა შეიძინა, ხოლო თავის კომპანიას „ზაქარიას თაფლი“ დაარქვა.
ანას ბიზნესი წარმატებული გახდა და დღეისათვის კომპანია- „ზაქარიას თაფლი“ ყოველ წელს დაახლოებით 200 კილომდე თაფლს აწარმოებს, ხოლო ცვილისგან სანთლებს ამზადებს. დაუღალავი შრომით და W-GDP-ის მხარდაჭერით ანა ადვილად გაუმკლავდა კორონა ვირუსის პანდემიით შექმნილ ეკონომიკურ სირთულეებს. 2020 წელიც წარმატებული გამოდგა და ანა უკვე ბიზნესის გაფართოებაზეც ფიქრობს.
რენას „ენების სკოლა“
ლინგვისტმა და მეწარმე რენა აჯალოვამ ეთნიკური აზერბაიჯანლებით დასახლებულ მარნეულში ენების სკოლა გახსნა. ქართული ენის არცოდნის გამო, მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ახერხებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას. „ვიფიქრე, რომ ენის შემსწავლელი სკოლის გახსნით თანამოქალაქეებს დავეხმარებოდი“ - ამბობს რენა.
2016 წელს რენამ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ტრენინგებში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მომდევნო წელს, USAID-ის მხარდაჭერით ქართული და ინგლისური ენების შემსწავლელი სკოლის გასახსნელად დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებით რენამ შეიძინა კომპიუტერები და ავეჯი, ხოლო სახელმძღვანელოები აშშ-ს საელჩომ გადასცა საჩუქრად .
“გავავრცელეთ საინფორმაციო ბუკლეტები და ორ დღეში ჩვენი პირველი მოსწავლე, ქალბატონი ფარიდაც დაგვიკავშირდა, რომელსაც ინგლისური ენის შესწავლა სურდა“ -გვიყვება რენა.
W-GDP-ის მხარდაჭერით შეძენილი უნარ-ჩვევებით რენამ შეძლო ბიზნესის გაფართოება, ხოლო დაფუძნებიდან სამი წლის შემდეგ სკოლა მომგებიანიც გახდა. 150-ზე მეტი ადამიანმა ისწავლა მის სკოლაში, რომელთა უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან. მათ უკვე შეუძლიათ იყვნენ აქტიური მოქალაქეები და კონკურენტულები დასაქმების ბაზარზე. კორონა ვირუსმა ბევრს შეუქმნა პრობლემა, მაგრამ რენამ როგორც ყოველთვის იპოვნა გამოსავალი და გაკვეთილები ონლაინ პლატფორმაზე გადაიტანა.
W-GDP გააგრძელებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში ქალთა მხარდაჭერას. პროგრამა მიზნად ისახავს მათი უნარ-ჩვევების გაძლიერებას ისე, რომ თავიანთი ბიზნესის დაწყების და გაფართოვების საშუალება ჰქონდეთ. წარმატებულ ქალებს კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებაში.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.