Georgian Flag

გარემო

ენა : Georgian

Speeches Shim

სუფთა და ჯანსაღი გარემო მნიშვნელოვანია არამარტო ბუნებრივი რესურსების დასაცავად, არამედ ჯანმრთელი მომავალი თაობების,  სოფლის მეურნეობის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის. USAID-ის პროგრამები მხარს უჭერს გარემოსდაცვითი განათლების მიღებას,  საქართველოს ბუნებრივი რესურსების დაცვას და სწორ მართვას, რაც უზრუნველყოფს  ტყეების, მიწების და წყლის სისტემების ხანგრძლივად შენარჩუნებას და გლობალური კლიმატური ცვლილებების  შემცირებას. 

მიმდინარე პროგრამები:

ეროვნული პარკებისა და ეკოტურიზმის პროგრამა
სექტემბერი   2019 – სექტემბერი 2024
The Department of Interior (DOI)
https://www.doi.gov
ეროვნული პარკებისა და ეკოტურიზმის პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს გაუფრთხილდეს და დაიცვას ეროვნული პარკები. ეროვნული პარკები შეუფასებელი რესურსი და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წყაროა. პროგრამის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარება ხელს უწყობს ტურიზმს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.