You are viewing:
Information released online before January, 2021.
Note: Content in this archive site is NOT UPDATED, and external links may not function. External links to other Internet sites should not be construed as an endorsement of the views contained therein.
You are entering the 2017-2020 Archive for the
United States Agency for International Development web site.
If you are looking for current information, visit www.usaid.gov.
ადამიანის უფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოს და კარგად ფუნქციონირებად ინსტიტუციებს, რაც მთავრობას და ფიზიკურ პირებს თავიანთი ქმედებების მიმართ ანგარიშვალდებულს ხდის. საქართველოში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიზნით. განხორციელებული და მომდევნო საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, USAID გააგრძელებს სასამართლო სისტემის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო პროცესს, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და ადამიანის უფლებების დაცვას.
კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)
აპრილი 2015 - ნოემბერი 2021
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი( EWMI)
www.ewmi.org
პროექტის მიზანია მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს მართლმსაჯულებას სამართლიანი სასამართლო პროცესისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფაში. ამ მიზნის მისაღწევად პროექტი მუშაობს საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაზე, მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუტების მართვის გაუმჯობესებასა და იურისტების პროფესიულ გაძლიერებაზე. ამასთანავე, პროექტი მოწყვლადი ჯგუფებისთვის ქმნის მათი უფლებების სამართლებრივი გზით დაცვის საშუალებებს.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.