Georgian Flag

ახალი ამბების დარბაზი

ენა : English | Georgian

Speeches Shim

03-12-2020

 “საქართველოს დემოკრატიული, გაბრწყინებული და სტაბილური საზოგადოების მომავალი დამოკიდებულია თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის შშმ პირებზეც, რომლებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ქვეყნის განვითარების საქმეში“.განაცხადა  USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.  

3 დეკემბერს, USAID უერთდება  შშმ პირების საერთაშორისო დღის  აღნიშვნას  და ყველას მოუწოდებს გააგრძელონ მათი ინკლუზიის მხარდაჭერა საქართველოში.

02-12-2020

 

COVID-19-ის პანდემია განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირებისთვის, მათ შორის, ბავშვებისთვის. ქვეყნის მოსახლეობისთვის პანდემიასთან გამკლავებაში დახმარების გაწევის მიზნით USAID სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის (ACCESS) საშუალებით თანამშრომლობდა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან პანდემიის პირობებში ბავშვების მხარდამჭერი გარემოს შესაქმნელად.

30-11-2020

კორონა ვირუსის მიუხედავად  2020 წლის სექტემბერში მთელს ქვეყანაში სწავლა განახლდა როგორც დისტანციურად ასევე ფიზიკურად. USAID-მა ამავე პერიოდში დაიწყო საბაზისო განათლების ახალი ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს  მოსწავლეზე ორიენტირებულ განათლებას დაწყებით კლასებში  და ითვალისწინებს წარმატებული პროფესიონალის და აქტიური მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.  

USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი აღნიშნავს, რომ  განათლების რეფორმა USAID-ის განვითარების ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტიცაა:

12-11-2020

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ (SIDA), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ განაცხადეს  საკრედიტო საგარანატიო პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კერძო სექტორის დახმარებას COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში.

10-11-2020

გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულება, პასუხისმგებლობა, სამოქალაქო აქტიურობა.

სწორედ ესაა  USAID-ის 2020-2025 წლების  განვითარების ახალი სტრატეგიის წამყვანი საკითხები საქართველოსთვის. სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოქალაქეზე ორიენტირებულ მმართველობას, რომელიც არის გამჭირვალე და ანგარიშვალდებული ყველა დონეზე, მათ შორის ადგილობრივ ინსტიტუტებსა და ყველაზე მცირე თემებშიც კი.

Pages