Speeches Shim
გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულება, პასუხისმგებლობა, სამოქალაქო აქტიურობა.
სწორედ ესაა USAID-ის 2020-2025 წლების განვითარების ახალი სტრატეგიის წამყვანი საკითხები საქართველოსთვის. სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოქალაქეზე ორიენტირებულ მმართველობას, რომელიც არის გამჭირვალე და ანგარიშვალდებული ყველა დონეზე, მათ შორის ადგილობრივ ინსტიტუტებსა და ყველაზე მცირე თემებშიც კი.
ძლიერი ადგილობრივი მმართველობა, რომელის პირობებშიც მოქალაქეებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მმართველობაში, უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რადგან სწორედ ეს ქმნის ძლიერი დემოკრატიას, ისეთს რომლის დროსაც ამომრჩევლები ნდობას უცხადებენ ოფიციალურ პირებს. USAID საქართველოს ღია მმართველობა პარტნიორობისათვის (OGP) მონაწილეობით ხელს უწყობს საქართველოში ადგილობრივი მმართველობის გაძლიერებას. ეს ინიციატივა ხელს უწყობს გამჭირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობას მთელს მსოფლიოში.
ღია მმართველობა პარტნიორობის OGP ფარგლებში აღებული ვალდებულელბების შესრულების მხარდასაჭერად USAID თანამშრომლობს ადგილობრივ მთავრობებთან ხუთ მუნიციპალიტეტში (ახალციხეში, ბათუმში, ქუთაისში, ლანჩხუთში და ამბროლაურში) სადაც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის განვითარებაში და გაეცნონ ისეთ საკითხებს, როგორიცაა მათ მიერ გადახდილი გადასახადების შემდგომი გადანაწილება ბიუჯეტში.
USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივამ იმუშავა ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლებთან, რათა შექმნილიყო ონლაინ პლათფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტირების პროცესში. ონლაინ პლათფორმის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობა მთავრობას დაფინანსებისათვის და განხორციელებისთვის სთავაზობს პრიორიტეტულ საზოგადოებრივ პროექტებს. ამასთანავე მოქალაქეები მონაწილეობენ სხვების მიერ ინიცირებული პროექტებისთვის ხმის მიცემის პროცესშიც.
„მონაწილეობითი ბიუჯეტირება“ წარმოადგენს დემოკრატიას კარგ მაგალითს და საშუალებას აძლევს მოქალაქეებს პირდაპირი გავლენა იქონიონ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ მთავრობის პოლიტიკაზე. გრძელვადიან პროცესში ეს ზრდის მოქალაქეთა ნდობას დემოკრატიული პროცესების მიმართ და ნდობას მოქალაქეებსა და ოფიციალურ პირებს შორის.
დღეისათვის უკვე რამდენიმე პროექტი განხორციელდა. ბათუმში მოსახლეობის ნაწილმა დაფინანსება მიიღო ფრანების პირველი ფესტივალის გასამართად, რომელიც იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დაიგეგმა ფესტივალის ყოველწლიურად ჩატარება. მეორე პროექტი-ქალაქის მასშტაბით გამართული კალათბურთის ტურნირი ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესს. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი იმდენად პოპულარული გახდა ბათუმში, რომ ადგილობრივმა მთავრობამ ოთხჯერ გაზარდა ბიუჯეტი, რათა 2021 წლისთვის დამატებითი პროექტებიც განხორციელდეს. ახალციხეში მონაწილეობითი ბიუჯეტირების შედეგად წარმატებით განხორციელდა გამწვანების ღონისძიება.
ზოგ ქალაქში პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მაგალითად ქუთაისში, სადაც ადგილობრივ მთავრობას შეთავაზებული აქვს პროექტები- პედაგოგების, მოსწავლეების, ბიზნეს მფლობელების, შშმ პირების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ, ყველასგან ვისაც აღელვებს ქალაქის მომავალი. სხვა ქალაქებში ხმის მიცემის პროცესი უკვე დასრულდა და დგინდება გამარჯვებული პროექტები (ახალციხეში, ამბროლაურში და ლანჩხუთში). ამ აქტიობებში მონაწილეობით, მოქალაქეები პირდაპირ ერთვებიან ადგილობრივ დემოკრატიულ პროცესებსა და თავიანთი ქალაქების მართვის პროცესში.
მაკა კაჭკაჭიშვილი, ქუთაისის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, რომელიც სიამაყით ჩაერთო „მონაწილეობით ბიუჯეტირებაში“ და მიღებული გამოცდილებით მოსწავლეებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობა გაუზიარა.
“მოქალაქეთა ჩართულობა განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქალაქის და ქვეყნის განვითარებაში. ძალიან მიხარია, რომ ქუთაისი უკვე ახორციელებს მონაწილეობით ბიუჯეტირებას”- ამბობს მაკა.
“სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვარ და ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ შეუძლიათ თავიანთი იდეები გაუგზავნონ ქალაქის მერიას და ხელი შეუწყონ თავიანთი თემის მომავლის შექმნას. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით კი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს გაამხნევონ თავიანთი მოსწავლეები ჩაერთონ მონაწილეობით ბიუჯეტირებაში და წვლილი შეიტანონ თავიანთი ქალაქის განვითარებაში“.
მუნიციპალური ბიუჯეტირება ერთ-ერთი გზაა, რომლის საშუალებითაც USAID ხელს უწყობს საქართველოს რეგიონების გამჭირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა ექვს ქალაქში მუშაობს ადგილობრივ მთავრობებთან, მათ შორის- გორში, ლაგოდეხში, ოზურგეთში, სენაკში, თელავში და ზუგდიდში. ინიციატივა მიზნად ისახავს მონაცემთა მართვის ისეთი ღია პრაქტიკის შემუშავებას, რომელიც გამჭირვალე ადგილობრივი მმართველობისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.