Georgian Flag

ენერგეტიკა

ენა : Georgian

Speeches Shim

ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული რეფორმების შედეგად ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგება მნიშვნელოვნად გაიზარდა,  თუმცა სრულად ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი. USAID-ის პროექტები ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის,  რათა ბუნებრივი აირი  უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობის და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონებისთვის. ელექტროენერგიის სატრანზიტო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობის და ენერგო ეფექტურობის ხელშეწყობით.

მიმდინარე პროექტები:

საქართველოს ეროვნული ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელი კომისიის (GNERC) პარტნიორობის პროგრამა
სექტემბერი 2010– სექტემბერი 2020
მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაცია  (NARUC)

www.naruc.org
პროექტი ხელს უწყობს გამოცდილების  და ინფორმაციის გაზიარებას  აშშ-სა და საქართველოს მარეგულირებელ ორგანოებს შორის. პროექტი გააუმჯობესებს რეგულირების პრაქტიკას, გააძლიერებს  მარეგულირებლებს, ხელს შეუწყობს ევროპაზე ორიენტირებული ბაზრისკენ გადასვლის მექანიზმებს და მომსახურეობის გაუმჯობესებას.

ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და მართვის პროგრამა                                                
ოქტომბერი 2016 -  სექტემბერი 2020
U.S. Energy Association (USEA)    
www.usea.org                                                                                  

პროექტის შეისწავლის ქვეყანაში არსებულ მაღალი ძაბვის ქსელებს;  შემუშავდება გეგმა, რომლის საფუძველზეც დახმარება გაეწევა ქვეყანაში არსებულ გადამცემ ხაზებს, მფლობელებს  და ოპერატორებს. გადადგმული ნაბიჯები   ხელს შეუწყობს გადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვას.

USAID-ის ენერგეტიკის პროექტი                                                                                                               
ნოემბერი 2017 - დეკემბერი 2020
Deloitte Consulting LLP                                      
                                                            
www.deloitte.com
USAID-ის ენერგეტიკის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების სრულყოფითა და ენერგეტიკაში ინვესტიციების ზრდის საშუალებით, რაც  საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების დაკმაყოფილებაში დაეხმარება.