Speeches Shim
USAID-ის პროგრამები საქართველოში მიზნად ისახავს ქვეყანაში თანაბარ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მმართველობას, მეტ კონკურენტუნარიანობას და დასაქმებას, საქართველოს ბუნებრივი რესურსების გონებრივად მართვას, ხელმისაწვდომ ხარისხიან განათლებას, ინვესტიციების განხორციელებას ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაში, ასევე ქალთა თანაბარი უფლებების და გაძლიერების მხარდაჭერას.
საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური უპირატესობა აქვს, სტრატეგიული რეგიონალური გეოგრაფიული მდებარეობა, სიახლოვე საერთაშორისო ბაზრებთან და მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები. სამწუხაროდ, სახელმწიფოსთვის რთული აღმოჩნდა ბაზარზე მორგებულ ეკონომიკაზე გადასვლა. USAID-ის მიმდინარე პროექტები მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკურ ზრდას და თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
მიმდინარე პროექტები:
პროექტი „ზრდა“ საქართველოში
მარტი 2016 – მარტი 2021
Chemonics International Inc.
პროექტი ზრდა მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. ზრდა მუშაობს ადმინისტრაციულ საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 81 თემში. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება 2 400 სამუშაო ადგილი, 800 მცირე და საშუალო საწარმო გაზრდის გაყიდვებს, ადგილობრივი 13 2000 ოჯახს გაეზრდება შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.
საქართველოში თხილის წარმოების გაუმჯობესების პროექტი (G-HIP)
დეკემბერი 2015 – დეკემბერი 2020
Cultivating New Frontiers in Agriculture (CNFA)
პროექტი განხორციელდება, როგორც საჯარო და კერძო ალიანსი USAID, Ferrero და CNFA-ს შორის, რომლის შედეგადაც თითოეული პარტნიორის ფინანსური და ტექნიკური დახმარება ხელს შეუწყობს თხილის სფეროში საჯარო და კერძო სექტორების განვითარებას. G-HIP შეიქმნება, განვითარდება და განხორციელდება ერთობლივი, ალიანსის ძალებით. G-HIP ალიანსი გამოიყენებს ბაზარზე დაფუძნებულ მიდგომებს, ხოლო USAID-ის მხარდაჭერით გაიზრდება საქართველოში წარმოებული თხილის ხარისხი და რაოდენობა, გაუმჯობესდება გადამამუშვებელი საწარმოების შესაძლებლობები და დამყარდება საბაზრო ურთიერთობები, რომლის შედეგადაც მცირე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ მათთვის შემოსავლიან ბაზრებს.
ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში
სექტემბერი 2015 – სექტემბერი 2021
ფონდი კრისტალი
http://www.crystalfund.ge
პროექტი საჯარო სექტორისა და კერძო ბიზნესის პარტნიორობის ახალი მოდელია, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობას, ახალი საწარმოების შექმნით გზით თვითდასაქმების შესაძლებლობას და სხვადასხვა მოწინავე კომპანიებში მუშაობის საშუალებას. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას და მეწარმეობის განვითარებას და თავის მხრივ გაზრდის დასაქმების შესაძლებლობას ეკონომიურად მზარდ სფეროებში. ახალგაზრდებს გაუჩნდებათ საკუთარი თავის რწმენა, გახდებიან სხვებისთვის მისაბაძნი, უფრო აქტიურნი და თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
სესხის პორტფოლიოს გარანტია
სექტემბერი 2015 – სექტემბერი 2020
TBC Bank
www.tbcbank.ge
USAID-ის სესხის პორტფოლიოს გარანტიის დახმარებით TBC ბანკს მიეცა საშუალება საქართველოში აგრობიზნესებისთვის გაეხსნა 15 მილიონ დოლარამდე მოცულობის საკრიდეტო ხაზი. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესის განვითარებას და წაახალისებს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას.
USAID-ს სოფლის მეურნეობის პროგრამა
სექტემბერი 2018 - სექტემბერი 2023
Cultivating New Frontiers in Agriculture (CNFA)
პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და საწარმოების შემოსავლების ზრდის პოტენციალი. კერძოდ იმ საწარმოებს რომლებიც აწარმოებენ და გადაამუშავებენ ხილს, ბოსტნეულს, მწვანილს და სოფლის მეურნეობის სხვა მაღალხარისხიან პროდუქტებს. პროგრამა დასახულ მიზნებს მიაღწევს პროდუქტების სწორი გადამუშავებით, შენახვით და სხვა აუცილებელი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ფერმერს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების და სათანადო სერტიფიკატების მიღების საშუალებას მისცემს. პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვში დაინტერესებული კომპანიებს კავშირების გაძლიერებას. ხელს შეუწყობს ახალ ბაზრებთან, კოოპერატივებთან, ექსტენსიის და სხვა მომსახურეობის მიმწოდებელ კომპანიებთან, ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან კავშირის დამყარებას.
USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა
აპრილი 2019 - აპრილი 2024
DAI Global
USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ზრდისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ტექნიკურ დახმარებას უწევს ოთხ მნიშვნელოვან სექტორს. ეს დახმარება მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, სამუშაო უნარებში დახელოვნებას და საჯარო და კერძო სექტორების პარტნორობას. პროგრამა იყენებს ადგილობრივ რესურსებს და ხელს უწყობს მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ საშუალებას აძლევს ქვეყანას დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს განვითარების გზაზე არსებული გამოწვევების დაძლევა. პროგრამის გეგმით, ხუთი წლის განმავლობაში შეიქმნება დაახლოებით 4 000 ახალი სამუშაო ადგილი; პროგრამის მიერ მხარდაჭერილი საწამოების პროდუქციის გაყიდვა გაიზრდება 50 მილიონი დოლარით, ხოლო ახალი პარტნიორობების საშუალებით მოიზიდავს 15 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა
Deloitte
დეკემბერი 2019 - დეკემბერი 2024
www.deloitte.com
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ისეთი ბიზნეს კლიმატის შექმნას, რომლიც ხელს შეუწობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების და ქვეყანის ეკონომიკის ზრდას. ეკონომიკური მმართველობის პროგრამა მიზნად ისახავს იმ რეგულაციების დახვეწას, განხორციელებას და აღსრულებას, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს კერძო სექტორს სრულად გამოიყენოს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი. საქართველოს მთავრობისათვის პროგრამის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარება ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეთა საჭიროებებზე მორგებული, ფაქტებზე დაფუძნებული კანონმდებლობის შემუშავებას.
USAID ხელს შეუწყობს საჯარო-კერძო დიალოგს, რათა უზრუნველყოს ისეთი რეგულაციები, რომელიც მორგებული იქნება საქართველოს კერძო სექტორზეც. პრიორიტეტული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიზნით პროგრამა დაეხმარება ბიზნეს ასოციაციებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.