Georgian Flag

სამიზნე და მოწყვლადი მოსახლეობა

ენა : Georgian

Speeches Shim

USAID მხარს უჭერს  ეთნიკური უმცირესობების, ქალების და გოგონების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, დაუცველი ახალგაზრდების, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციას პოლიტიკურ, სამთავრობო და კერძო სექტორშებში,  არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ინსტიტუციებში.

მიმდინარე პროგრამები: 

ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში
ივნისი 2015 – ივნისი 2021
საქართველოს გაეროს ასოციაცია   (UNAG)
www.una.ge             
პროექტი მოიცავს: 1. ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს და საქართველოს მთავრობას შორის ინტერაქციის ხელშეწყობას, რაც შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობის დაინტერესებულ პირებთან წარმოებული დიალოგითა და კოორდინაციით.; 2. სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების  სამოქალაქო აქტიობების და ინტეგრაციის გაზრდას, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე სხვა მარგინალურ ჯგუფებთან ინკლუზიას (გენდერი, LGBT, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები და ა.შ.);  3. საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საქართველოში არსებულ მრავალფეროვან გარემოზე.  

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების  დაცვა
ივნისი 2015 – დეკემბერი 2020
UNICEF
www.unicef.org 

პროექტი მიზნად ისახავს მწვავე დაავადებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვილთა და მცირეწლოვანთა სოციალურ ზრუნვას და შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფას.  ამ შედეგების მიღწევა შესაძლებელია რიგი ღონისძიებების განხორციელებით:1) მწვავე დაავადებების მქონე ჩვილებისა და ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნით; 2) მცირე  ცენტრების მხარდაჭერთ,  რომლებიც მწვავე დაავადებების მქონე ბავშვებისთვის იქნება  ინტენსიური, სპეციალიზირებული სოციალური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო ზრუნვის მოდელი; 3) ამ  ცენტრების ბავშვთა ზრუნვის მომსახურეობაში, სოციალურ დაცვასა და ჯანდაცვის სისტემაში  ჩართვა.

 ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში
სექტემბერი 2017 - სექტემბერი 2021
ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა
www.med.emory.edu

პროექტს ახორციელებს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტთან და კოალიციასთან „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. პროექტის ფარგლებში ფიზიკური რეაბილიტაციის არსებული და მომავალი პროფესიონალები გადამზადდებიან ამერიკულ და ქართულ ფაკულტეტებზე.  წვდომა ექნებათ  მაღალი ხარისხის ფიზიკური რეაბილიტაციის მომსახურეობასთან, დამხმარე  ტექნოლოგიებთან, პროთეზირების და ორთოპედიულ აპარატებთან.
პროგრამა ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტების დონის კლინიკურ განათლებას;  პროფესიულ ლიცენზირებას; ექსპერტიზასა და ტექნოლოგიებთან წვდომას; საქართველოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობით რეფორმების ინსტიტუციონალიზაციას და დაზარალებული მოსახლეობის ან მათი წამრმომადგენელი  ორგანიზაციების მონაწილეობის წახალისებას. პროექტი ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური მოდელის შემუშავებას და გააძლიერებს მათ რეფერალურ სისტემას.

პროექტი ეკო-ლინკსი პანკისი 
სექტემბერი 2018 –ოქტომბერი 2021
Chemonics International, Inc.  

www.chemonics.com(link is external)

პროექტის მიზნად ისახავს პანკისში შიდა სათემო დაძაბულობის, ასევე ეკონომიკური და სოციალური იზოლაციის პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობას.  ეკო ლინკსი წაახალისებს რელიგიურ და ასაკობრივ ჯგუფებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას.  პროექტი ასევე ხელს შეუწყობს პანკისის ხეობაში, მის გარშემო სოფლებსა და დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას სოციალური თუ ეკონომიკური შესაძლებლობების გარშემო.  პროექტი ადგილობრივი ინიციატივების განხორციელების ფონდის მეშვეობით უზრუნველყოფს ქალების, ახალგაზრდებისა და სხვა სათემო ჯგუფების  მაქსიმალურ ჩართულობას დაგეგმილ აქტოვობებში.  ეკო ლინკსი ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთუერთობების დამყარებას მეწარმეებს შორის.