Georgian Flag

არჩევნები და პოლიტიკური პროცესები

ენა : Georgian

Speeches Shim

მიმდინარე პროგრამები:

საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების  მხარდაჭერა საქართველოში
აპრილი 2019 - მარტი 2023
საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების კონსორციუმი

ამ პროექტის მიზანია განამტკიცოს პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს პლურალიზმს და უზრუნველყოფს უფრო პასუხისმგებლიან პოლიტიკურ წარმომადგენლობას.  კერძოდ, მხარს დაუჭერს  პოლიტიკური პარტიების  კავშირს ამომრჩევლებთან; მოქალაქეების ჩართულობას პროცესებში და  ტექნიკურ დახმარებას გაუწევს საარჩევნო ადმინისტრირების  გაუმჯობესებას და  საარჩევნო კონკურენციის გაძლიერებას.

სამართლიანი  არჩევნებში საქართველოში
აგვისტო 2019 - მარტი 2023
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
www.isfed.ge
თანასწორი, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერება არჩევნებში ანგარიშვალდებულების, სამართლიანობისა და რეფორმების ხელშეწყობის გზით. პროექტის ფარგლებში განხორციელდება არჩევნებზე გრძელი და მოკლევადიანი დაკვირვება. დაკვირვების პროცესში გამოყენებული იქნება  მონიტორინგი, ხმების პარალელური დათვლა და სოციალური მედიის მონიტორინგი. ამასთანავე პროექტი თვალყურს ადევნებს საარჩევნო ადმინისტრაციის და შესაბამისი ორგანოების მიერ საარჩევნო დარღვევების განხილვის პროცესს.

პოლიტიკური პარტების დაფინანსებისა და საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგი
სექტემბერი 2019 - სექტემბერი 2022

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო
www.transparency.ge
პროექტის მიზანია საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური დაფინანსებისა  და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგი. აქტივობები მოიცავს წამყვანი პოლიტიკური პარტიების პარალელური ხარჯვის მონიტორინგის ჩატარებას, პარტიების შემოსავლის/ხარჯების ანგარიშგების მონიტორინგს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების ანგარიშგების ზედამხედველობას და არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მონიტორინგს.
 

ცლილებაზე ორიენტირებული ლიდერული პოტენციალის ახალგაზრდები საქართველოში
ოქტომბერი 2019 – მარტი 2023
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი 
www.gip.ge
პროექტი მხარს უჭერს ცვლილებაზე ორიენტირებულ  ახალგაზრდა პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, რათა გააძლიეროს მათი მონაწილეობა და ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქტიურ ახალგაზრდებს პროექტი აძლევს პოლიტიკური ჩართულობისთვის საჭირო ისეთ ფუნდამენტურ უნარებს, როგორიცაა ლიდერობა, ეფექტური კომუნიკაცია და პოლიტიკური ლანდშაფტის გაგება საქართველოში. პროექტი აძლიერებს აქტიური  მოქალაქეებისა და ახალგაზრდა ქალებისა და უმცირესობების როლს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

საარჩევნო პროცესების მონიტორინგი უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში
სექტემბერი 2019 ‐ სექტემბერი 2022
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო
www.pmmg.org.ge

ეს პროექტი მიზნად ისახავსსაარჩევნო უფლებებისა და პროცედურების, საარჩევნო სისტემების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით  ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერას.  საქმიანობა მოიცავს ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში საარჩევნო პროცესების სრული ციკლს მონიტორინგს, ამომრჩეველთა ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო პროგრამებს და კვლევას უმცირესობების საარჩევნო და პოლიტიკურ უფლებებზე.

 

რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის
2019 წლის აგვისტო - 2022 წლის აგვისტო
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის
www.eemcd.ge
ეს პროექტი ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეებს მოთხოვონ პოლიტიკური პარტიებს მოქალაქეთა საჭიროებებზე დაფუძნებული პროგრამები. პროექტის მიზანია არჩეულ წარმომადგენლებთან დიალოგის ხელშეწყობა, მოქალაქეებისათვის იმ უნარ-ჩვევენის გამომუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ ურთიერთობას პოლიტიკურ პარტებთან და შესაძლებლობას მისცემთ მოითხოვონ ანგარიში კამპანიის დროს გაცემული დაპირებების შესრულების თაობაზე.  

თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური ციკლი 2019-2020 წლებში
ივლისი 2019 - ივლისი 2022
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  (საია)
www.gyla.ge
პროექტი ხელს უწყობს  ანგარიშვალდებული და გამჭირვალე საარჩევნო პროცესების განხორციელებას საქართველოში, არჩევნებამდე, არჩევნების პროცესში და მის შემდეგაც. პროექტის მიზანია ისეთი პროცესების მონიტორინგი, როგორებიცაა: საარჩევნო დავები, არჩევნებთან დაკავშირებული სასამართლო განხილვები, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის  და ადმინისტრაციული დევნის შემთხვევები და საარჩევნო მართვის ორგანოების (სახელმწიფო აუდიტის სამსახური, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო და საუბნო კომისიები)  გადაწყვეტილებები.