Speeches Shim
კორონა ვირუსის მიუხედავად 2020 წლის სექტემბერში მთელს ქვეყანაში სწავლა განახლდა როგორც დისტანციურად ასევე ფიზიკურად. USAID-მა ამავე პერიოდში დაიწყო საბაზისო განათლების ახალი ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეზე ორიენტირებულ განათლებას დაწყებით კლასებში და ითვალისწინებს წარმატებული პროფესიონალის და აქტიური მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.
USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი აღნიშნავს, რომ განათლების რეფორმა USAID-ის განვითარების ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტიცაა:
“თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების სისტემა ხელს შეუწყობს საქართველოს მიაღწიოს ჩვენს ახალ სტრატეგიაშია განსაზღვრულ მთავარ ამოცანებს - მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ საქართველოს გაძლიერებას; ანგარიშვალდებული დემოკრატიის და ეკონომიკის გამყარებას, რომლის შედეგადაც შეიქმნება მაღალანაზღაურებადი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილები.”
USAID-მა საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას განათლების სისტემის რეფორმირებაში.
მსგავს პარტნიორობას მოიაზრებს USAID-ის ახალი სტრატეგიაც, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საზოგადოების იმ დონეზე გაძლიერებას, რომ დახმარების გარეშე წარუძღვეს ქვეყნის განვითარებას.
“საქართველოც და ამერიკაც თანხმდებიან, რომ USAID-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა თვითუზრუნველყოფილი საქართველოს მომავლისთვის. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად კერძო და საჯარო სექტორთან, ვიმუშავებთ ერთობლივ დიზაინზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავად განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები” -ამბობს პიტერ ვიბლერი.
მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების ხელშეწყობა 2 000-ზე მეტ სკოლაში.
სექტემბერში პროგრამამ ჩაატარა ერთთვიანი „ ტრენინგი ტრენერებისათვის“, რომელშიც მონაწილეობდნენ 112 ტრენერი რვა პარტნიორი უნივერსიტეტიდან და ორი არასამთავრობო ორგანიზაციიდან. კურსი ჩატარდა დისტანციურად COVID-19-ის რეგუაციების დაცვით. ტრენერებს წვდომა ჰქონდათ მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებზე და მეთოდოლოგიებზე, გაეცნენ ახალ უნარ-ჩვევებს, რომელსაც გაუზიარებენ საქართველოს მასწავლებლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს 2 075 სკოლაში, ტრენერები იმუშავებენ სკოლების ადმინისტრაციებთან და დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან. ხელს შეუწყობენ მათ შექმნან და მიაწოდონ ისეთი პროგრამა, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერებაზე, მათემატიკური აზროვნების უნარზე, პრობლემის გადაჭრასა და კრიტიკულ აზროვნებაზე.
ტრენერები ხელს შეუწყობენ სკოლებს შეიმუშაონ ისეთი სასწავლო მეთოდები, რომელებიც უკეთ მოერგება გოგონების, ეთნიკური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს. ეს ცვლილებები ყველა ახალგაზრდისთვის შექმნის ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ წვლილი შეიტანონ საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.
წიგნიერებისა და მათემატიკური აზროვნების უნარჩვევების გაუმჯობესების გარდა USAID ხელს უწყობს საქართველოს აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქეების აღზრდაში.
ძლიერი მომავალი თაობა საქართველოში მოქალაქეზე ორიენტირებულ დემოკრატიას შექმნის.
საქართველოში საკმაოდ აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა, მაგრამ ჯერ კიდევ არის რეგიონები, სადაც არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების აქტიურობისათვის საჭირო პლათფორმები. აქტიური ახალგაზრდა მოქალაქეები უმნიშვნელოვანესია ისეთი ქვეყანისთვის, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატიის განვითარებას- სადაც უფრო მედეგია თემი და საზოგადოება ჩართულია განვითარების პროცესებში.
USAID-ის პროგრამა „მომავლის თაობა“ ხელს უწყობს საქართველოს ახალგაზრდების გაძლიერებას. პროგრამა თანამშრომლობს საქართველოს განათლების სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოებას და განათლების პროფესიონალებთან და ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების წახალისებას სკოლებში, განსაკუთრებით კი რეგიონებში.
ამასთანავე, პროგრამა მცირე გრანტებს გასცემს სამოქალაქო კლუბის წევრებზე, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდები გეგმავენ და ახორციელებენ თავიანთი თემისთვის საჭირო აქტიობებს.
სამოქალაქო განათლების პროგრამა განსაკუთებით წარმატებული აღმოჩნდა, რომელიც დღეისათვის საქართველოს საშუალო სკოლების 60%-ში განხორციელდა. სამოქალაქო კლუბის წევრებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავიანთ თემებში, რომლებიც დაეხმარნენ მეზობლებს COVID-19-ის პანდემიის დროს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს მკვიდრი და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროექტის წარმატებული აქტივისტი შახნაზ ასკეროვა, აქტიური ახალგაზრდის კარგი მაგალითია. მან თანატოლებთან ერთად კორონა ვირუსზე არსებული საზოგადოებრივი ინფორმაცია გააცნო მოსახლეობას ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე:
“გვინდა ჩვენს სოფელში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას გავაცნოთ როგორ დაიცვან თავი და თავიანთი ოჯახის წევრები ვირუსისგან. მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფიცერებულ ადამიანთა რაოდენობა საქართველოში. ეს ჩემი აზრით ინფორმირებულობის ნაკლებობის ბრალია. ბევრს ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ თავადაც შეიძლება გახდნენ ინფიცირებულნი“ - ამბობს შახნაზი.
განათლების როლი კანონის უზენაესობის გაძლიერებაში
კანონის უზენაესობა USAID-ის საქართველოს ხუთწლიანი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოს იურისტთა შემდეგი თაობა განსაკუთრებულ როლს შეასრულებს დამოუკიდებელი, განჭირვალე და ანგარიშვალდებული სამართლებრივი სისტემის შექმნაში, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბარი უფლებებით უზრუნველყოფს. შესაბამისად, კანონის უზენაესობის მხარდაჭერა და გაძლიერებული იურიდიული განათლება მნიშვნელოვანი ელემენტია USAID/საქართველოს განვითარების ახალ სტრატეგიაში.
მიუხედავად COVID-19-ით გამოწვეული რთული მდგომარეობისა, USAID-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს მომავალი იურისტების გასაძლიერებლად. USAID-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ საშუალებით ქვეყნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო იურიდიული პროგრამების აკრედიტაციისთვის საჭირო ახალი სტანდარტები. სტანდარტები შეესაბამება ევრო კავშირის საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც იურიდიული სტუდენტების მინიმალური ცოდნისა და კომპეტენციის გაზრდას გულისხმობს. შედეგად მივიღებთ უფრო კვალიფიციურ ახალგაზრდა იურისტებს.
2020 წელს USAID-ის მხარდაჭერით საქართველოს სამართლის ინსტიტუტმა შეიმუშავა პროფესიული გაცვლითი პროგრამები ბათუმის, ქუთაისის და ახალციხის სამართლის სკოლებში. ამ პროგრამებმა საშუალება მისცა საქართველოს რეგიონების სამართლის სკოლის სტუდენტებს მიეღოთ მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება. USAID-ის მხარდაჭერით იურისტების მომავალმა თაობამ მონაწილეობა მიიღო იურიდიული ეთიკის, კლიენტთა მომსახურეობის და ადმინისტრაციულ სამართალთან დაკავშირებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. ამასთანავე, USAID-ის მხარდაჭერით იურიდიული ეთიკისა და ადამიანის უფლებების კლინიკები შესაძლებლობას აძლევს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს რეალურ საქმეებზე მუშაობით დახვეწონ საჭირო უნარ-ჩვევები.
USAID ორიენტირებულია იურისტების პროფესიული ეთიკის დახვეწასა და საქართველოს სამართლის სკოლებში ადამიანის უფლებების სწავლებაზე. წელს, PROLoG-ის მხარდაჭერით თბილისის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში შეიქმნა ადამიანის უფლებებათა საუნივერსიტეტო ხელმძღვანელის პოზიცია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში დამამთავრებელი და კურსდამთავრებული სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებათა სამართლის შესწავლას. შემუშავდა სასწავლო პროგრამა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, თანაბარი უფლებების დაცვასა და შშმ პირთა შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებებათა საუნივერსიტეტო ახალი ხელმძღვანელი ითანამშრომლებს ილიას უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის ხელმძღვანელებთან. USAID-ის მხარდაჭერით ამ ორივე უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებში იურიდიული განათლების სტანდარტების გაუმჯობესებაში.
ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობა სამუშაო გარემოში ცოდნის მიღების გზით
ადამიანი მუდმივადსწავლობს და ვითარდება. კვალიფიციური ადამიანური რესურსების განვითარების ინოვაციური ინიციატივის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ახალგაზრდებს აძლევს პროფესიული ზრდის შესაძლელობას და იმავდროულად, ხელს უწყობს შემდეგი ოთხი ძირითადი სექტორის განვითარებას: ინტელექტუალური სერვისები, მსუბუქი მრეწველობა, კრეატიული მრეწველობა და ტურიზმი.
ქვეყანას ამ სექტორებში სჭირდება საჭირო უნარ-ჩვევების მქონე სამუშაო ძალა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ადამიანური რესურსების სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვის მიზნით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა პარტნიორობას იწყებს ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრთან (ICDC). პროექტის ფარგლებში, კომპანიები ახალგაზრდა პროფესიონალებს ფასიანი სტაჟირების გავლას შესთავაზებენ და რეალურ სამუშაო გარემოში პრაქტიკული ცოდნისა და უნარების შეძენაში დაეხმარებიან, რაც მომავალში მათ წარმატებას განაპირობებს.
ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი შეარჩევს და შასაბამის კომპანიასთან დააკავშირებს 100 სტუდენტს, რომლებიც სამთვიანი ფასიანი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ, მარკეტინგულ და ტექნოლოგიურ დახმარებას გაუწევენ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს თბილისში, იმერეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში. პროგრამა მორგებულია აღნიშნულ ინიციატივაში ჩართული თითოეული ბიზნესის სფეციფიურ საჭიროებაზე.
აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით, USAID ორმხრივად უწყობს ხელს ეკონომიკის ზრდას: ეხმარება ცალკეული ბიზნესების გაძლიერებას და ამავე დროს, ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს ფასდაუდებელი სამუშაო გამოცდილება შეიძინონ მუშაობის პროცესში. USAID-ის პარტნიორობა ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრთან მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმ მიზნისკენ, რომელიც ეკონომიკის გაძლიერებას ადამიანური რესურსების განვითარების გზით ემსახურება. USAID ამ დროისათვის მუშაობს ახალი, მთლიანად კერძო სექტორის საჭიროებებზე მორგებული და მრეწველობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც ონლაინ განხორციელდება 2021 წელს.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.