Speeches Shim
USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში ადგილობრივ მთავრობასთან პარტნიორობით, ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას და მათ აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პიტერ ვიბლერი USAID/საქართველოს მისიის დირექტორი
ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს 30 წლიანი პარტნიორობა საერთო სტრატეგიულ ინტერესებს და ღირებულებებს ეფუძნება. ამ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID). ჩვენი პროგრამების საშუალებით ხელს ვუწყობთ საქართველოში ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეებისგან დაცვას, მათ შორის პანდემიებისგანაც.

თებერვალში USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ ახალი ინოვაციური საგრანტო პროგრამა გამოაცხადა ადგილობრივი სურსათის მწარმოებლების, გადამამუშავებლების და დისტრიბუტორების მხარდასაჭერად. ეს გრანტები ინოვაციებისთვის წარმოადგენს შემოსავლების ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, სოფლის მეურნეობის სექტორის წინსვლისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას.

აშშ-ს მთავრობამ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის საშუალებით შესაფუთი ყუთები შეიძინა ერთი მილიონი ადგილობრივად წარმოებული სამედიცინო ნიღბების დისტრიბუციისთვის საქართველოში . “აწარმოე საქართველოში” პროგრამასთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით USAID საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს COVID-19 პრევენციის პერიოდში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს 26 მარტის განცხადებით, ამერიკამ გლობალური კორონა ვირუსის პანდემიასთან საბრძოლველად თანხები გამოყო. ამ ინიციატივის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატები USAID-ის საშუალებით დაახლოებით 1.1. მილიონ დოლარს გამოყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის, რომელიც საქართველოში კორონა ვირუსთან ბრძოლას მოხმარდება. USAID ამ თანხებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის საშუალებით გაანაწილებს იმ პროგრამებზე, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას პანდემიის დასამარცხებლად.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.