სასათბურე მეურნეობა ხელს უწყობს მდგრადი გარემოს შექმნას ომის შემდგომ საქართველოში

Speeches Shim

გიორგი შავაძე, 2015 წელს პირველად დაარსა სათბური USAID-ის დახმარებით. ნინა პრიერი, USAID
გიორგი შავაძე, 2015 წელს პირველად დაარსა სათბური USAID-ის დახმარებით. ნინა პრიერი, USAID
Nina Prieur, USAID
“2008 წლის ომის შემდეგ რუსებმა ჩვენი სოფლის ტერიტორიის 50 ჰექტარი მიიტაცეს. სათბურები გახდა არსებული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი.”– მერაბ შავაძე

USAID მთელს საქართველოში მუშაობს, რათა დაეხმაროს მოსახლეობას გამოიმუშავონ ის უნარჩვევები, რომელებიც მათ სირთულეების გადალახვაში დაეხმარებათ.  ჩვენ განსაკუთრებით ვუწყობთ ხელს ფერმერებს, რადგან ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. თუმცა, ის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9%-ს შეადგენს. 

2015 წელს შავაძის ოჯახმა მიიღო USAID-ის დაფინანსება და ააშენა 240კვ.მ სათბური. “შევავსეთ საგრანტო განაცხადი და 2015 წელს, USAID-მა გადმოგვცა სასათბურე მასალა, ნერგები, წვეთოვანი სარწყავი სისტემა, ყველაფერი რაც გვჭირდებოდა. რამდენიმე კვირა დაგვჭირდა სათბურის გასამართად.” - მოგვითხრობს გიორგი.  შავაძეების სათბური ერთერთია იმ 19 სადემონსტრაციო სათბურს შორის, რომლებიც სამხრეთ ოსეთთან მდებარე ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან  მოეწყო ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა NEO-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებდა  ორგანიზაცია Chemonics International Inc. პროექტმა ფერმერები აღჭურვა სასათბურე მასალითა და საჭირო მოწყობილობებით და ამასთანავე, გაუწია ტექნიკური დახმარება. 

„რატომ სათბური? ჩვენ შეგვიძლია მოსავლის აღება მაშინ, როცა ფასები მაღალია და პროდუქტზე მეტი მოთხოვნაა ბაზარზე“-აღნიშნავს გიორგი. ამ დრომდე ფერმერების უმრავლესობას არ გააჩნდა ის ტექნოლოგიები, რომელიც ბოსტნეულის წელიწადში რამდენჯერმე მოსაყვანად იყო საჭირო. მათი შესაძლებლობები შემოიფარგლებოდა  პროდუქციის მხოლოდ სეზონის დროს გაყიდვით. სათბურებს შეუძლია ამის შეცვლა, რადგან მათი მეშვეობით სეზონზე პროდუქტის მრავალგზის მოყვანა არის შესაძლებელი.

პირველად შავაძემ  4,000კგ პამიდორის მოსავალი მიიღო, შემოსავალმა $2,000 შეადგინა. როდესაც სოფელში და მის შემოგარენში გიორგის წარმატება გახდა ცნობილი,  სხვებმაც მიბაძეს და სასათბურე მეურნეობას მიჰყვეს ხელი. შავაძემ და მისმა მეზობლებმა  USAID-ის დახმარებით ჩამოაყალიბეს კოოპერატივი სახელწოდებით „მეგობრობა“, სადაც ფერმერები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას და ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ სირთულეების გადალახვას.

ჯამში, USAID NEO-ს მხადაჭერით  მთელს საქართველოში ფერმერთა ინიციატივით დაარსდა 22 კოოპერატივი  და ასოციაცია. მოგვიანებით პროექტმა ფერმერები ასევე  აღჭურვა საჭირო დანადგარებით და მათთვის უზრუნველყო გადამზადების კურსები, კონსულტაციები და ინფორმაცია ფინანსების მოძიების კუთხით.  მოგვიანებით, შავაძემ და კოოპერატივის სხვა წევრებმა  გააფართოვეს თავიანთი საქმიანობა. დაბალპროცენტიანი სესხის დახმარებით, შავაძემ თავისი სათბური 240 ჰექტარიდან 700 ჰექტრამდე გაზარდა და მიმდინარე სეზონზე შემოსავლის სახით $12,000 ელიან.  სხვა ფერმერებმაც მაგალითი აიღეს მისგან და გასულ წელს სესხის სახით  $70,000 აიღეს. შავაძეები  USAID-ის დახმარებით არა მარტო თავიანთი ოჯახის ცხოვრების დონეს იუმჯობესებენ, არამედ მაგალითს აძლევენ თავიანთ თემს და აძლიერებენ თავიანთი სოფლისა და გარემოს ეკონომიკურ მდგომარეობას.  

USAID-ის ახალი პროექტი Zrda, რომელიც ქართულად გაზრდას გულისხმობს, იხელმძღვანელებს წარსული მიღწევებით და ადგილობრივ ფერმერებს სასათბურე პროგრამებით უზრუნველყოფს. Zrda პროექტის ხელმძღვანელი ბრაიან კინგი - “ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობისთვის ეს მოდელი გახდება სანიმუშო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოიყენებს მას, რათა მოხდეს ამ ტექნოლოგიების ხელშეწყობა არამარტო ადმინისტრაციული გამყოფი ხაზთან არამედ მთელს საქართველოში. სათბურების ტექნოლოგიის ფართოდ გამოყენება ქართველ ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს დააკმაყოფილონ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები, შეამცირონ იმპორტი და ამავდროულად გაზარდონ ექსპორტის შესაძლებლობები რეგიონსა და ევროპაში."

The New Economic Opportunities Initiative (2011-2015) raised incomes, reduced poverty levels, and improved food security for over 80,000 rural households in Georgia. The project provided community-level economic opportunities and support for vulnerable individuals and households. Results included: 5,578 new agriculture jobs, increased incomes of 1,360 vulnerable households by an average of 285 percent, 38,447 farmers trained, and 6,538 micro-enterprises established or expanded.

About USAID in Georgia: During the past 24 years, the American people, through USAID, have invested more than $1.5 billion in Georgia. USAID projects are designed to support Georgia’s transition to a free and prosperous democracy and include initiatives to accelerate economic growth, develop democratic institutions, and improve health and education. USAID provides economic and humanitarian assistance in more than 100 countries. For more information, please visit: www.facebook.com/usaidgeorgia and www.usaid.gov/georgia

 

LINKS

Follow @USAIDGeorgia, on Facebook