ქართველი ახალგაზრდები  ქალის მჩაგვრელ  გამონათქვამებს ახლებური ინტერპრეტაციით გვთავაზობენ

Speeches Shim

სამშაბათი, 31 მარტი, 2020
ნანუკა ქარუხნიშვილი: "წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე მართალი ქალისაო”
PROLoG

USAID-ის მხარდაჭერა შესაძლებლობას აძლევს ქალებს და გოგონებს ჩაერთონ საქართველოს დემოკრატიულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენს აზროვნებაზე და ქალებისადმი დამოკიდებულებაზე ხშირად დიდ გავლენას ახდენს გამონათქვამები, ფრაზები და მათი შინაარსი. USAID-ის პროგრამა PROLoG-მა და ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიამ გამოაცხადეს კონკურსი ახალგაზრდებისთვის „შეცვალე ქალის მჩაგვრელი გამონათქვამები“.

ქალთა ისტორიის თვე ყოველი წლის მარტში აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით. ამ პერიოდში USAID-PROLoG-მა, საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოსთან ერთად გამოაცხადა კონკურსი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლებურად შეცვლიდნენ ქალების შესახებ მჩაგვრელ-დამამცირებელ, დამაკნინებელ აფორიზმებს და გამონათქვამებს. კონკურსის მიზანი იყო მსგავსი გამონათქვამების და აფორიზმების გამოვლენა და მათი წარმოდგენა ახლებური, თანასწორობაზე დაფუძნებული და გენდერულად მიუკერძოებელი შინაარსით. მარტის დასაწყისში მივიღეთ 299 განაცხადი, საიდანაც პროგრამის წარმომადგენლებმა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭომ შეარჩია სამი საუკეთესო. 

 პირველი ადგილის მფლობელი გახდა 14 წლის ნანუკა ქარუხნიშვილი. მან ძველი ანდაზა „წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე გასათხოვარი ქალისაო“ ასეთი ახლებური შინაარსით შემოგვთავაზა:“წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე მართალი ქალისაო”.

ანა ბაიაძე 22 წლის სტუდენტია. მან ძველი ანდაზა „ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო“ ასეთი ახლებური შინაარსით შემოგვთავაზა: „ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს ოჯახის საქმე ეგონაო”. 

გოგა ხატიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.  მან ძველი ანდაზა „ქალი - მორცხვი, ვაჟი- ხასი, ორივენი ქვეყნის ფასი“ ასეთი ახლებური შინაარსით შემოგვთავაზა: “ქალი - სწორი, ვაჟი - სწორი - ორნი ქვეყნის თანასწორი”.