USAID მხარს უჭერს საქართველოს დაიცვას არჩევნები კიბერთავდასხმებისგან, დეზინფორმაციისა და კორონა ვირუსისგან

Speeches Shim

ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2020
მარცხნიდან: აშშ. ელჩი კელი დეგნანი, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, USAID საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი

USAID ხელს უწყობს საქართველოს შექმნას მოქალაქეების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ძლიერი დემოკრატია. ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია.  USAID თანამშრომლობს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა შექმნას კიბერთავდასხმებისა და  დეზინფორმაციის საწინააღმდეგო მექანიზმები  და კორონა ვირუსის პანდემიის პერიოდშიც  დაიცავს ამომრჩევლების ხმები.

წელს საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს  კიდევ ერთი წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში და ხმას მისცემენ  თავიანთ წარმომადგენლებს პარლამენტში.  ეს არჩევნები ჩატარდება  რეფორმირებული სისტემით, რომლის შედეგადაც შესაძლებელია მივიღოთ უფრო პლურალისტული პარლამენტი, სადაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს მოსახლეობის მრავალფეროვანი ხედვები და ინტერესები.

2019 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დაიწყო  საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდამჭერი პროგრამა. ახალი პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის გაძლიერებას, რომელიც წვლილს შეიტნას ანგარიშვალდებული დემოკრატიული ქვეყნის შენებაში. ამ ინიციატივის ფარგლებში  USAID აფართოვებს პარტნიორობას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ხელს უწყობს მას განაახლოს ის მექანიზმები, რომლებიც დაიცავს არჩევნებს კიბერთავდასხმებისგან, დეზინფორმაციისგან და არჩევნების დღეს უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.  

USAID-ის მხარდაჭრა აძლიერებს მოქალაქეებს და ხელს უწყობს მათ წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. რაც ნიშნავს ისეთი არჩევნების ჩატარებას, რომელიც  ნდობას მოიპოვებს ამომრჩევლებში და რომლის შედეგადაც არჩეული მთავრობა ისარგებლებს მოსახლეობის ნდობით.  ჩვენ ვაღრმავებთ გრძელვადიან თანამშრომლობას ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და ხელს ვუწყობთ  გააძლიეროს ის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას” - ამბობს USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

თანამედროვე ინფრასტრუქტურა არსებული საფრთხეების წინააღმდეგ

17 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო ) გახსნა USAID-ის მიერ დაფინანსებული კიბერუსაფრთხოების  ცენტრი (სერვერი). აღნიშნული ცენტრი ცესკოს  საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემის კიბერთავდასხმებისგან დაცვაში დაეხმარება.  მხარდაჭრა განხორციელება არჩევნების და პოლიტიკური პროცესების პროექტის ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორის,  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)-ის საშუალებით. კიბერუსაფრთხოების ცენტრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესაძლებლობას მისცემს გაუმკლავდეს პოტენციურ  კიბერთავდასხმებს  და დაიცვას ხმის მიცემის პროცესი გარე მავნე ზეგავლენისგან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ კიბერუსაფრთხოების ტრენინგებიც. 

ეს არის დროული და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და არა მხოლოდ 2020 წლის არჩევნებისთვის.  ბოლო 12 თვის მანძილზე საქართველო რამდენჯერმე გახდა კიბერთავდასხმის ობიექტი. 2019 წლის ოქტომბერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობის მიერ მომზადებულმა თავდასხმამ საქართველოს ათასობით ვებგვერდის (მათ შორის საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდის) და  საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხის მუშაობა შეაფერხა. აპრილში განხორციელებული კიბერშეტევის შედეგადაც დაზარალდა საქართველოს მოსახლეობა, როცა დაფიქსირდა პირადი ინფორმაციის უკანონო მოპოვების ფაქტები.  სექტემბერში  კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.  ცესკოს კიბერუსაფრთხოების ახალი ცენტრი გააძლიერებს საქართველოს დაცვას საარჩევნო თავდასხმების წინააღმდეგ და  გაამყარებს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული არჩევნების და პოლიტიკური პროცესების მიმართ.

ცესკოს თავჯდომარე თამარ ჟვანია კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე: კიბერუსაფრთხოება და დეზინფორმაცია თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევებია.  მას არ გააჩნია საზღვრები და შეუძლია  ყველაზე დაცულ საზოგადოებრივ და კერძო სივრცეებში შეჭრაც. ჩვენ არ გაგვაჩნია იმუნიტეტი ამ გლობალური საფრთხის წინააღმდეგ და ვაცნობიერებთ ამ საკითხის მნიშვნელობას; საარჩევნო უსაფრთხოება  ჩვენი ადმინისტრაციის პრიორიტეტია. რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ უსაფრთხოებას, ჩვენი ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია USAID-თან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES)   გრძელვადიანი პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სერვერით უზრუნველყოფა  და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცოდნის გაძლიერება“.

USAID მხარს უჭერს ცესკოს შექმნას ინფორმაციის დაცვის ცენტრიც. ცენტრი განთავსდება ცესკოში და არჩევნებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას და მონიტორინგს მოემსახურება.  USAID-იმ ცენტრის ეფექტური ფუნქციონირების მიზნით უზრუნველყო დეზინფომაციის მონიტორინგისთვის საჭირო პროგრამების შეძენა, ტრენინგი ჩაუტარა ცესკოს წარმომადგენლებს, რომლებიც იმუშავებენ მონიტორინგზე და განახორციელებენ მიმდინარე ტექნიკურ მხარდაჭერას. ინფორმაციის დაცვის  ცენტრი  მოქალაქეებს წინასაარჩევნო პერიოდში ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციით  უზრუნველყოფს. 

ქეთი მაისურაძემ,  IFES-ის დირექტორმა საქართველოში ყურადღება გაამახვილა საქართველოს დაცვაზე კიბერთავდასხმებისა და დეზინფორმაციისგან: „ 2020 წლის არჩევნები, რომელიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში, დაცული უნდა იყოს კიბერთავდასხმებისგან და გარე მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც ადგილობრივი და უცხოური დეზინფორმაციისაგან მოდის.

USAID-ის მხარდაჭერა არჩევნებზე ამომრჩეველთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

საქართველოს საარჩევნო ინფრასტრუქტურის დაცვასთან ერთად USAID თანამშრომლობს ქართულ ინსტიტუტებთან, რათა მათ განავითარონ ოქტომბერში საარჩევნო  უბნებზე მისული მოქალაქეთა დაცვის მექანიზმები. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ხელს უწყობს  ცესკოს მოემზადონ უსაფრთხო არჩევნებისთვის, რომლის შედეგადაც საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფენ სოციალურ დისტანციას და სანიტარული ნორმების დაცვას. IFES ამ ეტაპზე ამოწმებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ცესკოს შესაძლებლობები  უსაფრთხო არჩევნების ჩატარებისათვის მისაღებ ნორმებს. შეფასება მოიცავს ამომრჩევლებთან შეხვედრებს და მათგან იმ ინფორმაციის მიღებას, თუ რა ზომებს ელიან ისინი საარჩევნო უბენებზე არჩევნების პროცესის უსაფრთხოდ ჩასატარებლად. შეფასებების შემდეგ USAID დაეხმარება ცესკოს განახორციელოს რეკომენდირებული პროცედურები და შეიძინონ საჭირო აღჭურვილობა, მათ შორის სამედიცინო ნიღბები, რათა დაიცვან ამომრჩევლები, საარჩევნო უბანზე დასაქმებული პერსონალი, დამკვირვებლები და ყველა ვინც არჩევნების პროცეში იქნება ჩართულნი. ამავდროულად USAID ცესკოსა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოფს ამომრჩევლების ინფორმირებულობას არჩევნების დღესა და წინასაარჩევნო პერიოდში.

ეს მხარდაჭერა ამერიკის მთავრობის და ცესკოს გრძელვადიანი თანამშრომლობის ნაწილია, განაცხადა ცესკოს თავჯდომარემ, თამარ ჟვანიამ: „უნდა აღინიშნოს ამ ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის მნიშნველობა. ეს არაა ერთადერთი მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკელი პარტნიორებისგან ვიღებთ. ამერიკა დიდი ხანია წარმოადგენს ჩვენს სანდო და გრძელვადიან პარტნიორს“.

USAID საქართველოს გარე მავნე ზეგავლენისაგან მედეგობის გაზრდაში უჭერს მხარს

USAID-ის და ცესკოს პარტნიორობა უკავშირდება მედეგობას, რაც გულისხმობს საქართველოს ინსტიტუტების, ინფრასტრუქტურის და საჭირო პრაქტიკის გაძლიერებას. შედეგად საზოგადოება იქნება დაცული ისეთი  გარე მავნე ზეგავლენისაგან, როგორიცაა დეზინფორმაცია, კიბერთავდასხმა საქართველოს წამყვანი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ,  რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა,  ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთის ბაზრებზე.

2020-2025 წლების ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში USAID-ის მნიშვნელოვანი პრიორიტატია  გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ მედეგობის გაზრდა, რაც სერიოზულ სირთულებს უქმნის საქართველოს თვითუზრუნველყოფას.  შემდგომი წლების განმავლობაში USAID ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან, დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან, როგორიცაა ცესკო, კერძო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. პარტნიორობა მიზნად ისახავს  საქართველოს მხარდაჭერას  შექმნას ძლიერი, ინკლუზიური საზოგადოება, რომელიც წინ აღუდგება გარე ზეწოლას და გააგრძელებს თვითუზრუნველყოფის გზაზე სვლას. 

USAID-ის  მხარს უჭერს საქართველოს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესებს

 USAID-ის საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდამჭერი პროგრამა, მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერებით მიზნად ისახავას საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას. პროგრამა  ოთხწლიანია, რომლის ბიუჯეტიც $14.4 მილიონს შეადგენს და შვიდ პროექტს მოიცავს, რომელსაც 9 ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს. პროგრამები პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობების გაზრდას უზრუნველყოფენ, რომლებიც შედეგად უკეთ შეძლებენ მოქალაქეების ინტერესების დაცვას; ასევე გააძლიერებენ მოქალაქეების უნარჩვევებს, რათა მოსახლეობამ თავად შეძლოს პარტიებთან თავიანთი ინტერესების დაცვა. პროგრამა უზრუნველყოფს ჯანსაღ საარჩევნო კონკურენციას; ასევე პოლიტიკაში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების მონაწილეობის გაზრდას, მათ შორის ქალების, ახალგაზრდების, შშმ პირების, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს USAID-ის მხარდაჭერას 2020 საპარლამენტო და 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზეც და მის შემდგომ პერიოდშიც.