Speeches Shim
USAID საქართველოს თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება და მაღალი ხარისხის თხილის მსოფლიოს ბაზრებზე გატანის შესაძლებლობას აძლევს.
2011 წელს, როდესაც USAID-იმ პირველად დაიწყო თხილის მწარმოებელთა მხარდაჭერა საქართველოში ეს სექტორი ცნობილი იყო, როგორც არაორგანიზებული და არაეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მსოფლიოში ნაჭუჭიანი თხილის მეექვსე დიდი მწარმოებელია, ფერმერები და გადამამუშვებლები მრავალი გამოწვევის წინაშე იდგნენ. პროდუქციის უმეტეს ნაწილს მცირე ფერმერები აწარმოებდნენ, რომლებიც წელიწადში ერთ ტონაზე ნაკლებს შეადგენდა. მოთხოვნა არასტაბილური იყო და წარმოებული პროდუქციის დიდ ნაწილს გადამყიდველები ძალიან დაბალ ფასად ყიდულობდნენ.
სხვა გამოწვევებთან ერთად პრობლემური იყო ასევე ხარისხიანი პროდუქციის შოვნაც. როგორც ერთ-ერთმა ფერმერმა აღნიშნა: „ერთარდერთი რასაც შეგიძლია ენდო არის ფასი“. უხარისხო ტრანსპორტირება და არასათანადო შენახვის პირობები ამ სექტორის განვითარების მნიშნვნელოვან ბარიერებს წარმოადგენდა. ხშირად იმ დროისთვის, როცა თხილი გადამამუშავებლებთან აღწევდა ის უკვე დაზიანებული იყო და ფასიც დაკარგული ჰქონდა.
მიუხედავად ამ პრობლემებისა, USAID-მა ამ სექტორში პოტენციალი დაინახა- ეფექტურობის და ხარისხის გაუმჯობესების შემდეგ თხილს შეეძლო ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილი შეეტანა და მოეხდინა ექსპორტის გენერირება. თუ გავითვალისწინებთ, რომ თხილის წარმოება 50 000 ოჯახისთვის და მიკროსაწარმოებისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა, რომელთა უმრავლესობაც აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარეობს, ამ სექტორის განვითარება ასევე დაეხმარებოდა მოწყვლადი მოსახლეობის გაძლიერებასაც.
2011 წლიდან USAID თანამშრომლობს აგრიჯორჯია/Ferrero-სთან და საქართველოს მთავრობასთან, სექტორის გაძლიერების მიზნით $5 მილიონი დოლარის ინვესტიციები ჩაიდო, ხოლო საქართველოს მთავრობამ $2 მილიონი დოლარი გამოყო.
USAID-ის მხარდაჭერით მივიღეთ უკეთესი, მაღალი ხარისხის მოსავალი, თანამედროვე გადამამუშვებელი საამქროები და შეფასების სისტემა, რომელიც თხილის ხარისხის და ფასების დადგენას უზრუნველყოფს. USAID დაეხმარა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის შესაძლებლობების გაზრდასაც და თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციას, მათ ვინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სექტორის კომერციული მდგრადობის შექმნაში.
USAID-ს მხარდაჭერით ფერმერებმა შეძლეს მავნებლის დამარცხება. ბოლო სამი წლის განმავლობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და ადგილობრივ მთავრობებთან თანამშრომლობით ეფექტურად დავამარცხეთ აზიური ფაროსანა, მავნებელი, რომელმაც თხილის სექტორს 2015 წლიდან $200 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა. ამ მხარდაჭერით საქართველოს მთავრობამ და ადგილობრივმა ფერმერებმა შეძლეს თხილის სექტორის გაძლიერება.
USAID გააგრძელებს თხილის სექტორთან თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ამ სექტორის ისე გაძლიერებას, რომ მომავალში უკვე აღარ დასჭირდეს უცხოური დახმარებები. ამისთვის USAID: დაეხმარება თხილის წარმოების ასოციაციაებს GHGA და HEPA გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები და ეფექტურად უპასუხონ თავიანთი წევრების მოთხოვნებს; მოიზიდონ ინვესტიციები და ტექნიკური ექსპერტიზა თხილის გადამამუშვებელ ინფრასტრუქტურაში; შექმნან თხილის გადამუშავების და სასაწყობე სისტემები, გაზარდონ მცირე მეწარმეების ფინანსებთან წვდომაც.
ამ მხარდაჭერით საქართველოს თხილის სექტორი შეძლებს მაღალი ხარისხის პროდუქცია გაიტანოს მსოფლიო ბაზარზე, გაიზარდოს საქართველოს მცირე და მიკრო მეწარმეების შემოსავლები, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და რეგიონების განვითარებას. მიღებული შედეგი სამაგალითო გახდება სოფლის მეურნეობის სხვა სექტორებისთვისაც.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.