სათემო ჟურნალისტების თვალით დანახული   პანკისის ხეობა

Speeches Shim

ოთხშაბათი, 19 თებერვალი, 2020
მარი ინფორმაციას აგროვებს ადგილობრივი მოსახლეობისაგან
პანკისი თაიმსი

ულამაზესია პანკისის ხეობა საქართველოში.   მას ჩრდილოეთით კავკასიის თოვლიანი მთები, ხოლო სამხრეთიდან ღვინით განთქმული რეგიონი ესაზღვრება. პანკისში წლების მანძილზე ცხოვრობდნენ  ეთნიკური ქისტები და სუნიტი მუსლიმები, რომელთაც მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდათ  მეზობელ რეგიონებთან. 1990-იანებსა და ადრეულ 2000-იან წლებში ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება უკანონო ქაოსმა დაარღვია, რამაც პანკისს დიდი დაღი დაასვა და იზოლაციაში მოაქცია. შექმნილმა მდგომარეობამ  გავლენა იქონია ეკონომიკურ განვითარებაზეც და რეგიონი დაუცველი გახადა.  

USAID-ის მხარდაჭერა ითვალისწინებს პანკისის ეკონომიურ გაძლიერებას და ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობას, რათა მათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. სწორედ ესაა პანკისის სათემო კავშირების პროგრამის მთავარი მოტივაცია - აღადგინოს სოციალური და ეკონომიკური ხიდი პანკისსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ახალგაზრდების მიერ შექმნილი საინფორმაციო პლათფორმა „პანკისი თაიმსი“ ამ წარმატების მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს პანკისის დაკავშირებას  მსოფლიოსთან. ამერიკელი ხალხის მცირე მხარდაჭერით შეიქმნილი საინფორმაციო პლათფორმის მიზანია  დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და იმ უნდობლობის აღმოფხვრა რომელმაც რეგიონი იზოლაციაში მოახვედრა.

პანკისის სოფელ ყვარელწყლის მკვიდრი მარი ქავთარაშვილი ახალგაზრდა ჟურნალისტი და „პანკისი თაიმსის“ რედაქტორია. მარი გვესაუბრა  თავის შთაგონების, საქმიანობის და გეგმების შესახებ.

რამ შთაგაგონათ გამხდარიყავით ჟურნალისტი?

მინდოდა ჩემი მოსაზრება მსოფლიოსთვის გამეცნო. როგორც საქართველოში მცხოვრებ მცირე ეთნიკური თემის  წარმომადგენელს, მინდოდა ყველასთვის მეთქვა, რომ ჩემი ხალხი ძალიან საინტერესო და მოსიყვარულე ადამიანები არიან. ჩემი პროფესია საშუალებას მაძლევს  მოვუსმინო სხვებს, ვისწავლო მათგან და ხალხს გავაცნო ჩვენი კუთხე.  მოკლედ ეს შესანიშნავი ცხოვრებისეული გამოცდილებაა!

რა არის  „პანკისი თაიმის“  მიზანი? რა გავლენა აქვს მას თქვენს თემზე?

როცა შევიკრიბეთ „პანკისი თაიმსის“ მიზნებზე სასაუბროდ, განვიხილეთ პანკისში არსებული ზოგადი მდგომარეობა და დავფიქრდით იმაზე თუ  რისი გაკეთება შეგვეძლო ჩვენ,  როგორც ჟურნალისტებს.  მთავარი მიზანი იყო პანკისთან დაკავშირებული არსებული სტერეოტიპების მსხვრევა, საზოგადოებისთვის  ჩვენი იდენტობისა და კულტურის გაცნობა.
 

როგორ აწვდის „პანკისი თაიმსი“ ობიექტურ, ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას თემის წევრებს?

პანკისი ძალიან პატარაა და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ინფორმაცია ძალიან მალე ვრცელდება და ჩვენ, ჟურნალისტები ვცდილობთ ყოველთვის შევეხოთ ჩვენი თემისთვის აქტუალურ  საკითხებს. USAID-ის ხელშეწყობით„პანკისი თაიმსის“ ჟურნალისტებს  ჩაგვიტარდა  ტრეინინგი, რომელიც ინფორმაციის დამუშავებას ეხებოდა და ჟურნალისტების მიერ დასმულ 5 ძირითად კითხვას პასუხებდა- რა, რატომ, სად, როდის და როგორ.

როგორ იღებთ ობიექტურ ინფორმაციას თქვენი ამბებისთვის?

ობიექტური ინფორმაციის მოპოვების მიზნით თავად ვესწრებით საინტერესო ღონისძიებებს და ინტერვიუს ვიღებთ რესპონდენტებისგან,  ვხვდებით სოფლის უხუცესებს და რეგიონში გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს და მათთანაც ვამოწმებთ ინფორმაციას.

როგორ აწვდის ხმას მოსახლეობას „პანკისი თაიმსი“ და ვინ არის თქვენი აუდიტორია?

ჩვენი აუდიტორია ნებისმიერი ის ადამიანია, ვისაც აინტერესებს ჩვენი ცხოვრება. ეს ინგლისურენოვანი ონალინ პლათფორმაა, რომელიც ყველასთვისაა ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით კი მათთვის ვინც დაინტერესებულია საქართველოთი და მისი მრავალფეროვნებით!

რა არის ის ერთი  ისტორია, რომელსაც  მოუყვებოდი მსოფლიოს პანკისის შესახებ?

როგორც იცით, პანკისზე საუბრისას ხშირად ნეგატიურ ინფორმაციას ვხვდებით.  ჟურნალისტები ძირითადად მაშინ ჩამოდიან პანკისში, როცა გლობალურ ტერორიზმს  და სირიის ომს ეხება საკითხი. პანკისი ძალიან ლამაზი ადგილია, აქ თავმდაბალი, პატიოსანი და მეგობრული ხალხი ცხოვრობს. ეს ადგილი სავსეა დადებითი ისტორიებით, მეც უნიკალური კულტურაზე მინდა მოვუთხრო სხვებს.  ხასო ხანგოშვილი პირველი იყო, ვინც დაწერა წიგნი „ქისტები “ქისტი ხალხის ისტორიის შესახებ. ხასოს მსგავსად მეც მინდა მოგითხროთ ჩვენი კულტურის, ისტორიის შესახებ და უნიკალურ, საინტერესო ქისტ ხალხზე.