Speeches Shim
კავკასიონის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი, ულამაზესი ლანდჩაფტით გამოირჩეული საქართველოს ალპური ზონა დიდ-წილად იზოლირებულია დანარჩენი საქართველოდან.
ზოგიერთი ფიქრობს რომ სწორედ ამან განაპირობა მთის ხელშეუხებლად შენარჩუნება რითაც ის განსაკუთრებით საინტერესოა ვიზიტორებისთვის. თუმცა იზოლაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეკონომიკური განვითარების და სოციალური ინტეგრაციისათვის. ჯერ კიდევ ბევრი თემია დარჩენილი სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის გარეშე. ეს კი მთის მოსახლეობისთვის განსაკუთრებული სირთულეა.
ხევსურეთის სოფელ არდოტის მკვიდრი ლია აღნიშნავს რაოდენ რთულია როცა ვერ ურთიერთობ ახლობლებთან „შვილს რომ ვერ ვუკავშირდები ყველაზე მეტად ეგ მიჭირს, რომ არ არის ტელეფონი. ინტერნეტი რომ იყოს, შემეძლოს დავინახო და დაველაპარაკო. შეიძლება თვე გავიდეს და ვერ ვნახო“
ეს მხოლოდ ლიას ოჯახის პრობლემა არ არის. კახეთის რეგიონში მომქმედი სამოქალაქო ორგანიზაციის - სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მაღალმთიან სოფლებში ტელეფონისა და ინტერნეტის არარსებობა ადგილობრივ მკვიდრთა მიგრაციის ძირითადი მიზეზია. ეს კი მტკივნეულად აისახება ოჯახებზე და კიდევ უფრო აღრმავებს ქალაქებისა და სოფლების განვითარებაში არსებულ სხვაობას.
„შეგიძლია მისწვდე მთელ მსოფლიოს“
არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფა აუმჯობესებს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს. ყველაზე მნიშვნელოვანია რომ მათ ხმის უფლება ეძლევათ. ინფორმაციის მიღება და კომუნიკაცია სოფლის მოსახლეობას საშუალებას აძლევს შექმნან ორგანიზაციები და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკაში.
USAID-ის მხარდაჭერით სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ხელს უწყობს კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მკვიდრთა გაძლიერებას. ცენტრმა, რომელსაც ჟურნალისტი და ადამიანთა უფლებების დამცველი გელა მთივლიშვილი ხელმძღვანელობს, USAID -ის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტისგან 15,000 დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.
გელა და მისი კოლეგები დაფინანსებას ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების და უფლებების დასაცავად იყენებენ. სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიღწევებმა მოლოდინს გადააჭარბა.
ივლისში სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა განაცხადა რომ მნიშვნელოვან მიზანს - უკანა ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის ინტერნეტიზაციას მიაღწია. გელამ აღნიშნა რომ ეს დიდი მიზნის მხოლოდ ერთი ნაწილია. „სექტემბრის ბოლომდე ფშავ-ხევსურეთ გუდამაყრის ყველა სოფელი ჩაერთვება და როდესავ პროექტი დასრულდება ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება 76 სოფლის 496 ოჯახისთვის“ - თქვა მან.
„ხარ სადღაც მთებში და შეგიძლია მისწვდე მთელ მსოფლიოს; შეგიძლია მიიღო განათლება, მუნიციპალურ ხელმძღვანელობას და სხვა სამთავრობო ორგანიზაციებს დაუკავშირდე და გააცნო არსებული პრობლემები. შეგიძლია ხელი შეუწყო ტურიზმს“ - ამბობს უკანა ფშავის სოფელ ვაკისოფლის მკვიდრი ნოდარი.
თანამშრომლობა კავშირისთვის
ინტერნეტიზაცია მარტივი მიზანი არაა. პროექტის სრული ღირებულება 400 000 ლარია. სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ხელმძღვანელობასთან და USAID-ის თანადგომასთან ერთად აუცილებელია მუნიციპალური ხელმძღვანელობის, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის, ტრეინინგებისა და კონსულტაციების ცენტრის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა.
ეს პროექტი იმის საუკეთესო ნიმუშია თუ როგორ უწყობს ხელს USAID საქართველოს გახდეს თვითკმარი ქვეყანა. ამ საქმეში ადგილობრივი ორგანიზაციების როლი კი ქვეყნის განვითარების საქმეში ქართველების წვლილის თვალსაჩინო მაგალითია.
გელა აღნიშნავს რომ სხვადასხვა ორგანიზაციების როლი უმნიშვნელოვანელია მიზნის მისაღწევად. გელას ხელმძღვანელობით და ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების დახმარებით სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა ადვოკატირება გაუწია მაღალმთიანი სოფლების ინტერნეტიზაციას. მათ ერთად შესძლეს საჭირო თანხებისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვა.
„ჩვენ ჩავიწერეთ იმ ადგილობრივ მკვიდრთა ვიდეო მიმართვები, რომელთაც არ ჰქონდათ საშუალება დაერეკათ და ეთხოვათ გადაუდებელი დახმარება, გასაუბრებოდნენ სხვაგან მცხოვრებ ოჯახის წევრებს, ან მიიღოთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ინტერნეტიზაციის დასაწყებად მოვიზიდეთ გრანტი და საბიუჯეტო თანხები - დაახლოებით 400 000 ლარი“ - ამბობს გელა.
გელა მთის მოსახლეობისათვის განკუთვნილი საინფორმაციო პორტალის „მთის ამბების“ დირექტორიცაა. ადგილობრივებისთვის დროული და მიზნობრივი ინფორმაციის მიწოდებით „მთის ამბები“ ადასტურებს თუ როგორი მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტიზაციას.
ნოდარს მიაჩნია რომ ინტერნეტ კავშირი გააძლიერებს მთის მკვიდრთ. „უკანაფშავი ონლაინაა! 21-ე საუკუნეში ინტერნეტი ყველაფერს მოიცავს. სუფთა ჰაერი და ინტერნეტი თითქმის თანაბარია და დღეს ორივე გვაქვს“ - ამბობს ნოდარი.
როდესაც პროექტი დამთავრდება 1 291 მუდმივი მცხოვრები ისარგებლებს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით და საშუალება ექნებათ ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექნებათ ურთიერთობა ერთმანეთთან.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.