ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები კახეთში ადგილობრივი მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მეწარმეებს შეხვდნენ

Speeches Shim

ორშაბათი, 16 მარტი, 2020
შეხვედრა სამოქალაქო ლიდერების მომავალ თაობასთან
USAID

USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიტი და სხვა წარმომადგენლები 12 და 13 მარტს  კახეთში ადგილობრივი მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მეწარმეებს შეხვდნენ.  

12 მარტს ბატონი ვიბლერი კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილს,  თელავის მერ შოთა ნარეკლიშვილს და თელავის საკრებულოს წევრებს შეხვდა. შეხვედრის დროს ბატონმა ვიბლერმა აღნიშნა, რომ ამერიკა გააგრძელებს ადგილობრივი მმართველობის და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას. ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მონაწილეობითი ბიუჯეტირება, თელავის და ლაგოდეხის ადგილობრივ მთავრობებთან პარტნიორობა. 

12 და 13 მარტს შეხვედრები გაიმართა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელებიც კახეთში USAID-ის მხარდაჭერით არჩევნების და პოლიტიკურ პროცესების გაძლიერებაზე მუშაობენ. მათ შორისაა “აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” მიერ დაარსებული თელავის დემოკრატიული სკოლა. დემოკრატიული სკოლის კურსდამთავრებულებმა თავიანთი წინადადებები წარადგინეს თელავსა და მის მიმდებარედ საზოგადოებრივი მომსახურეობის გაუმჯობესების საკითხზე.

USAID-ის წარმომადგენლები შეხვდნენ თელავის მეწარმე ქალთა კლუბის წევრებსაც, ისაუბრეს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და ბიზნესის წვლილზე ადგილობრივ კანონმდებლობაში. 

ვიზიტის დროს ბატონი ვიბლერი შეხვდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის თელავის წარმომადგენლებს. ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის (PITA) პროგრამის ახალგაზრდა მონაწილეებთან ერთად განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა საქართველოს დემოკრატიული, სოციალური და ეკონომიკური განვითარება. 

USAID-ის წარმომადგენლები წნორის “ცოდნის კაფესაც” ესტუმრნენ, რომელიც თემის ცხოვრების მნიშვნელოვანი, ერთმანეთთან შეხვედრის, ურთიერთობის და იდეების გაზიერების ადგილია. “ცოდნის კაფეს” დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი ბატონ ვიბლერს ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტებზე და კახეთში USAID-ის პროგრამების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ესაუბრა.