Speeches Shim
მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობით USAID ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიას. წელს USAID/საქართველომ, ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) ერთად შესაძლებლობა მისცა მარნეულის მოსახლეობას ჩართულიყვნენ მუნიციპალური ბიუჯეტის განხილვის პროცესში.
ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი ინოვაციური მეთოდით დაეხმარა მარნეულის მოსახლეობას დაკავშირებოდნენ თავიანთ არჩეულ საჯარო მოსამსახურეებს. 2019 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრთან ერთად 150 ახალგაზრდა მოხალისე გადაამზადა, რომლებიც ბიუჯეტის პრიორიტეტების თემაზე ჩაატარებდნენ საზოგადოების გამოკითხვას. ახალგაზრდა მოხალისეებმა 2 400-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე გამოკითხეს თემაზე -„როგორ უნდა გაიხარჯოს მუნიციპალური ბიუჯეტი“.
გამოკითხვა მარნეულის მუნიციპალიტეტის 86 თემში ჩატარდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ გამოიკვეთა სამი ძირითადი პრობლემა: გზები, სასმელი წყალი და ნარჩენების მართვა. პარალელურად, საკრებულოს წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ფართომასშტაბიანი შეხვედრები ჩაატარეს. ამ შეხვედრებისა და საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი საკითხები 2020 წლის ბიუჯეტის გეგმაში შეიტანეს, მათ შორისაა შულავერის გზის რეაბილიტაცია და სოფელ წერაქვში წყლის ახალი რეზერვუარის მშენებლობა.
ნოემბერში, მარნეულის მერმა ბატონმა ზაურ დარგალმა გამოკითხვის შედეგების საჯარო პრეზენტაცია გამართა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღების დროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოკითხვის შედეგები გამოიყენოს. „ამ გამოკითხვამ მოსახლეობას შესაძლებლობა მისცა პირდაპირ ჩართულიყვნენ საბიუჯეტო პროცესში. შესაბამისად, მერის ოფისში განხორციელებული ყოვედღიური საქმიანობა პირდაპირ იქნება დაკავშირებული მოქალაქეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან. მერმა ახალგაზრდა მოხალისებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმისთვის და მოუწოდა გააგრძელონ თემის ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა.
ეს შესანიშნავი მაგალითია, როცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოქალაქეებს ხელს უწყობენ დადებითი ცვლილებები შეიტანონ თავიანთ თემში. CRRC საქართველომ მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარა კვლევის მეთოდოლოგიაზე. მოხალისეებმა გამოკითხვა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩაატარეს, რაც განსაკუთრების მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ, რომ მარნეულოს მუნიციპალიტეტში ათიდან მხოლოდ ერთი მოსახლეა ეთნიკურად ქართველი. ადგილობრივი მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე კვლევის ჩატარება და მოხალისეების ჩართულობა მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი პოლიტიკის შექმნისთვის.
მარნეული საქართველოში ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი განხორციელდა. ეს შესაძლებელია სხვებისთვისაც სამაგალითო გახდეს. NDI დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის მთავრობის მიერ და USAID-ის მხარდაჭერით ხუთ მუნიციპალიტეტში (მარნეული, გორი, თელავი, ოზურგეთში და ზუგდიდი) ხელს შეუწყობს მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელებას. USAID ამ ინიციატივებს მხარს უჭერს არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ახალი პროგრამის ფარგლებში რომლის მიზანია საარჩევნო ინსტიტუციების გაძლიერება და სამოქალაქო აქტიობის ხელშეწყობა ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.
პროგრამის ფარგლებში, USAID არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში. ამომრჩევლების და არჩეული კანდიდატების თანამშრომლობა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მონაწილეობითი ბიუჯეტი, საჯარო პოლიტიკას უფრო გააძლიერებს. საპასუხისმგებლო პოლიტიკა აძლიერებს გამჭირვალე და ეფექტურ მმართველობას, რაც საქართველოს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაჭრას ქვეყნის წინაშე არსებული განვითარებიასთან დაკავშირებული სირთულეები.
ვიმედოვნებთ, რომ 2020-ში უფრო მეტ თემში ვიმუშავებთ და საქართველოს მოსახლეობას დავეხმარებით პასუხისმგებლიანი, მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის შექმნაში.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.